გიგი ხოჯევანიშვილი - მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სრულად დაკარგული აქვს ნდობა, ჩვენ კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს გააგრძელა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს არის ის პროცესი, რომელიც არ შეაჩერეს, ამით კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენენ საზოგადოებაში, ისედაც საზოგადოების დიდ ნაწილში ნდობა სრულად დაკარგული აქვს ამ პროცესს, ამის გარდა კითხვები არის ჩვენი საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამ პროცესთან მიმართებაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის გამჭვირვალე, ეს არ არის საზოგადოების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროცესი, ჩვენ ბუნებრივია, აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი, რომელიც პარლამენტში ვართ წარმოდგენილი სრულად ყველა მოსამართლის განხილვას ესწრებოდა და არც ერთ კითხვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან დაისვა არ მიგვიღია სათანადო, გონივრული და ადეკვატური პასუხი", - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც მათ მიერ პარლამენტში არის წარდგენილი.

„იმისთვის, რომ დაიწყოს გამჭვირვალე პროცესები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გარკვეული ნდობა გაჩნდეს სასამართლო სისტემის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივები, კონკრეტულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ დაიწყოს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჩვენს მიერ არის წარდგენილი", - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან