საერთაშორისო გამოფენა VIV MEA 2021-ი აბუ-დაბიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, სადაც 40 ქვეყნიდან 500-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას "აწარმოე საქართველოში" ავრცელებს.
მათივე თქმით, გამოფენის მიზანი პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარება, ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.
„გაიმართა არაერთი ღონისძიება და B2B შეხვედრა, სადაც ქართულ კომპანიებს ბიზნეს ურთიერთობების დამყარების და საექსპორტო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.
ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივად წარმოებული ვეტერინარული პრეპარატებისა და ცხოველთა კომბინირებული საკვებით იყო წარმოდგენილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"