სტუდენტურ კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

სტუდენტურ კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 26 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით დაწყებული კამპანიის #ავიცრათერთმანეთისთვის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კავკასიის უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს.

კამპანიის ფარგლებში, 1 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის -#ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თავის მხრივ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად ქუთაისი უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო.

ინიციატივის შესახებ ონლაინ მიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია პანდემიის დასრულებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა.

„Covid-19-თან ბრძოლის პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა, პანდემიის დაწყების დღიდან, განუზომლად დიდია. პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 87%, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 93% სრულად არის ვაქცინირებული. აღნიშნულმა განსაზღვრა ის, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ტრადიციულ, არადისტანციურ რეჟიმში.

მივმართავთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ჩვენ მოვინდომეთ და ეს შევძელით, შეძლებთ თქვენც. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იწყებენ საყოველთაო კამპანიას - #ავიცრათერთმანეთისთვის. აქციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის საინფორმაციო აქტივობაა დაგეგმილი. ჩვენი სურვილია, კამპანია გაგრძელდეს და მასში საქართველოს უნივერსიტეტები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გზავნილს ისინიც გაიზიარებენ და ერთიანი ძალებით შევძლებთ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში. კამპანიის გზავნილია - „ავიცრათ ერთმანეთისთვის“, ეს არის უალტერნატივო გზა, საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად, პანდემიის დასასრულებლად “, - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!