სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ არც აქციების მოწყობის ეშინია - არავინ აპირებს, ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ თავხედობა გაუტაროს

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად არ გვეშინია არც აქციების მოწყობის , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიცია საერთო ბრძოლის ტაქტიკით ჩაერთოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, მცირე პარტიების მსგავსად, არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი.

„პარალელური პროცესებია, ერთი ბრძოლის ხაზი არის მიხეილ სააკაშვილის პროცესი, მეორე არის ვადამდელი არჩევნები, მესამეა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ა.შ. ასე უნდა შევხედოთ და არა ისე, რომ ან ერთზე ვისაუბროთ ან მეორეზე. ეს არის პარალელური ხაზები და ყველა უნდა ჩაერთოთ ჩვენ-ჩვენი კომპეტენციით. ეს არის ბრძოლის ტაქტიკა და აქ, რა თქმა უნდა, ყველგან ჩავერთვებით. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ნამდვილად არ გვეშინია არც აქციების მოწყობის.

არასწორი დაყოფაა, რომ დიდი პარტიაა „ნაციონალური მოძრაობა“ და იმას აწყობს 5%-იანი ბარიერი, რადგან გასაგებია, რომ არ ექნება „ნაცმოძრაობას“ ამის გადალახვის პრობლემა ისევე, როგორც „ქართულ ოცნებას“, მაგრამ გავიხსენოთ 2016 წელი, როდესაც 5%-იანი ბარიერი იყო, ოპოზიციის ხმების 46% დაიკარგა და ძირითადად წავიდა „ქართული ოცნებისკენ“. ეს არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგან დიდი, საშუალო, პატარა პარტიები, არ აქვს მნიშვნელობა, ამაში არის დაინტერესებული, რადგან ამ ოპოზიციურ ყულაბას თუ 20%-ც მოაკლდება, ის ხმები შემდეგ საკმარისი არ არის, რომ საპირწონე იყოს”, - განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმადაც თუ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, პროპორციული სისტემის შესახებ ჩანაწერი, ისე როგორც ჩანაწერი ბარიერის კუთხით, 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ჩიხლაძის შეფასებით არავინ აპირებს „კობახიძეს გაუტაროს“.

„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი შეუძლია, მაგრამ 19 აპრილის შეთანხმებაზე ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალებს, 19 აპრილის შეთანხმებიდან ის ცალმხრივად გავიდა. რა თქმა უნდა, გადაკვეთის წერილები არის და ეს დიალოგი მოგვიწევს, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან მიმართებაში, თუნდაც ამ ბარიერთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ნამდვილად არავინ აპირებს, რომ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ გაუტაროს კიდევ ეს თავხედობა. ძალიან რადიკალურებიც ვიქნებით, თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა