პროკურორი აცილებაზე - მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, მაგალითად, 350 000 ლარი სტილისტზე და მზარეულზე, 60 ათასი ლარი შვილების სწავლაზე და 720 ათასი ლარი ბოტოქსებზე დახარჯა სააკაშვილმა

„პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის და გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ადვოკატების შუამდგომლობა არის სრული სამართლებრივი აბსურდი.

ადვოკატ ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა. რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“.

„არანაირი პოლიტიკური შინაარსი პროკურორის გამოსვლას არ ჰქონია. თქვენ თვითონაც კარგად მოისმინეთ, რომ იყო უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია, კონკრეტული თარიღების მითითებით და იმ ხარჯების, რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ სააკაშვილს. აქ საუბარი იყო და აღნიშნულიც კი იყო, ზუსტად მისი გამაჯანსაღებელი, კოსმეტოლოგიური მომსახურების მიღების მიზნით რომ არის წასული და ამ ჩანაწერში არამარტო ამაზე იყო საუბარი, კოსმეტოლოგიური და ბოტოქსებისთვის დახარჯულია 720 ათასი ლარი და არანაირი მიზნობრივი ვიზიტი იქ არ იყო. არანაირი მიზნობრივი და სახელმწიფო დანიშნულების ვიზიტზე საუბარი არ იყო. ზუსტად ამაზე იყო საუბარი, ბუნებრივია ამ სიუჟეტში, ინტერვიუში იყო საუბარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს რომ ბრალდებული სააკაშვილი ამ კითხვებს გასცემს პასუხს, მაგალითად, 350 ათასი ლარი სტილისტზე და მზარეულზე რომ არის დახარჯული და შვილების სწავლაზე 60 ათასი ლარი რომ არის დახარჯული. ესეც გაეშვათ. მხოლოდ და მხოლოდ იყო ფაქტების კონსტატაცია. ფაქტის გარდა არანაირი შეფასება არ ყოფილა ამ ინტერვიუში. იყო მხოლოდ ფაქტები და ბუნებრივია, ამ ფაქტებზე გვინდა ჩვენ პასუხების მოსმენა. ამიტომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი, არანაირი აცილების საფუძველი, პროკურორის აცილების საფუძველი არ არსებობს. ეს არის ბრალდების არსიც, შინაარსიც და ამიტომ ვართ რომ ამაზე პასუხები გაეცეს“, - განაცხადა პროკურორმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი