მიხეილ სააკაშვილი - როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", წინა "შუმოკებზე" იყო დედის გინება, ახლა ყვიროდნენ მოვდივართო, დაიწყო კარებმა ბრახუნი

დილის 7 საათზე მომიწყვეს “შუმოკი" თან როგორი, წინა "შუმოკები" ჩემი დედის გინება, ხმაური იყო, ახლა იყო - მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართო და დაიწყო კარებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ის პირადად ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის მხრიდან წამების მსხვერპლია.

"როცა გონება დავკარგე და ძალიან ცუდად ვიყავი, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი" თან როგორი, წინა "შუმოკები" ჩემი დედის გინება, ხმაური იყო, ახლა იყო - მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ, დაიწყო კარებმა ბრახუნი, ბადრაგი და სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო, იყო სრული შთაბეჭდილება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, რომ შემოდიოდნენ, ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული ნაწილი იმ წამების, რომელიც იქ ხდებოდა. სანამ მე ვარ ამ წამების მსხვერპლი პირადად ივანიშვილის და პუტინის მიერ დაკვეთით, რომელიც თქვენი შეურაცხყოფის მიზნით არის გაკეთებული, არა იმიტომ რომ მე ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ საქართველოს დღევანდელიც, უკვე აღარ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რაც დარჩა სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ, მაგრამ ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები, მე მზად ვარ, წარვსდგე სასამართლოს წინაშე, მაგრამ მე იმას არ გთხოვთ, მე დამიცვათ მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმოთ ნებისმიერი ადამიანის წამება, უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ დამცირება და არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, არც გამუნათებთ, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც ახლა მთხოვთ - აღიარებებს, ბოდიშებს, ყველანი თუ დაველოდებით ჩემ გათავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაც არის მე აქედან ცოცხალი არ გავიდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა