სოფიაში მინისტრთა კონფერენცია -„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” გაიმართა

ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ბულგარეთში, ქ. სოფიაში მინისტრთა კონფერენცია -„ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება” გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მოსახლეობის დაბერებასთან, შობადობასთან, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო სოციალური პოლიტიკისა და პროგრამების დაფინანსების მექანიზმებსაც.

„კონფერენციაზე სიტყვით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გამოვიდა.

თამილა ბარკალაიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.

შეხვედრას ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავრობების უმაღლესი წარმომადგენლები, წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა