თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

დღეს, დედაქალაქის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეაჯამა და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მეექვსე მოწვევის საკრებულომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით გამოყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელმაც მისი თქმით, თბილისის სწორი, ურბანული გრძელვადიანი განვითარება განაპირობა. გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება.

„მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შრომისთვის, რომელიც მათ ამ პერიოდის განმავლობაში გაწიეს. იმათ კი, ვინც სხვადასხვა პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას, წარმატებას ვუსურვებ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში და შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების პროექტები წარადგინა, რომლებიც თვითმმართველობის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე განხორციელდა.

„აღნიშნული საკითხების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსის პროექტი ფაზა III”-ს ფარგლებში სასესხო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, სასესხო ხელშეკრულება 83 მილიონ ევროს მოიცავს.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარუდგინა.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს. ამით, მეექვსზე მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს