ლაშა ტუღუში​ - დემონებთან ბრძოლაში თითქოს ყველა ხერხი მისაღებია, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო, რაც მიუღებელია

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა პოლიტიკური პოლარიზაციაა. ვფიქრობ, რომ ვერცერთი პრობლემა, დაწყებული სასამართლო რეფორმიდან დასრულებული ქვეყნის დეოკუპაციით ვერ მოგვარდება. არათუ ვერ მოგვარდება, არამედ ერთი მილიმეტრითაც კი ვერ წავიწევთ წინ, არა თუ ვერ წავიწევთ წინ არამედ სერიოზული რისკებია უკან დავიხიოთ, - ამის შესახებ ლაშა ტუღუშმა 2021 წლის 2 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს შესახებ გამართულ სესიაზე განაცხადა, სადაც იგი მომხსენებლად იყო მიწვეული.

თავის გამოსვლაში, ლაშა ტუღუში ხაზს უსვამს მედიის საკითხის განხილვის მნიშვნელობას.

"ის ფაქტი, რომ ქვეყანას ამ დრომდე არ მიუღია 2021 წლის ასოცირების სამოქმედო გეგმა, მაშინ როცა უკვე 2022 წელი მოდის, ქყვეყნის ევროპული განვითარებას აფერხებს. „დემონებთან ბრძოლაში თითქოს ყველა ხერხი მისაღებია, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია. ის ფაქტი, რომ ვერ ვახორციელებთ სასამართლო სისტემის რეფორმას, თავისთავად შეუძლებელს ხდის მაგალითად ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის დამტკიცებას, რადგან საქართველოს მხარე არ თანხმდება ევროპული მხარის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს შემოთავაზებას.

პირველად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ხანგრძლივი დროით ბოიკოტს უცხადებენ მათ „ოპონენტ“ პარტიულ ტელევიზიებს რაც გამოიხატება მათთვის კომენტარების არ მიცემაში, ჟურნალისტებისა და მედიების მიმართ აგრესიულ რიტორიკაში, სიძულვილის ენით შეპასუხებაში, დასმულ შეკითხვაზე და დებატებში არ მონაწილეობაში „ოპონენტ „ ტელევიზიების ეთერებში. აღსანიშნავია, რომ პარტიებმა ბოლო არჩევნების დროს საერთოდ თქვეს უარი პოლიტიკური პროგრამების წარდგენაზე და მთლიან გადაერთნენ ოპონენტების შავ პიარზე. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს სხვა პოლიტიკა სურს. ამავდროულად მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკურ დიალოგში, მეტიც ჩვენ გვსურს და ვითხოვთ ვიყოთ ახალი კონსენსუსსა და დიალოგზე დამყარებული პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რაც გულისხმობს რიტორიკის შეცვლას, პოლიტიკური ძალების დაბრუნებას პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რეფორმების დღისწესრიგის დაბრუნებას“, - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ ასამბლეაზე, ფონდი ლიბერალური აკადემიის დირექტორმა ლაშა ტუღუშმა.

საქართველოს შესახებ გამართულ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტარი და ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში და დოროთა დლუჩისულიგა - აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. სესიას მოდერირებას უწევდა კახა გოგოლაშვილი - ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

სესიის მთავარ თემა იყო: „პოლარიზაცია, როგორც ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა