ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მსოფლიოში ახალი, „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინა.

„ჩვენ ამ ვარიანტს მეცნიერებით და სწრაფი მოქმედებით ვაჯობებთ დ არა ქაოსით და დაბნეულობით,“ - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მოგზაურებისთვის. კერძოდ, აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები. ამასთან, 18 მარტამდე, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები აშშ-ის ოთხ შტატშია დაფიქსირებული.

აშშ-ში, სადაც, დაახლოებით, 196 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახელობის 60 %-ზე ნაკლები.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში