კარლ ჰარცელი - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება - ლავროვის განცხადებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიტყვი, რომ საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება. აქტიურად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის მოგვარება სწორი გზით ხორციელდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

„გუშინ მოისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები,რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ არჩევანს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის თავად ქვეყნების ხელში და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განახორციელოს ეს,“- აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშია.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ნაღმია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან