პრეზიდენტი - ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღწვით იმისათვის, რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა პედაგოგებს და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ახალგაზრდული კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღწვით იმისათვის, რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა