მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებზე - ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო

ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის კადრებს.

როგორც „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, ის პროფესიულ შეფასებას ვერ გააკეთებს.

„ადამიანური თვალსაზრისით ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით ამაზე ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან რომ დადგეს დღის წესრიგში ამ ქმედების სამართლებრივი შეფასება და მისი შეფასება მომიწიოს, მე წინასწარ პროფესიული აზრი არ უნდა მქონდეს გამოთქმული“, - განაცხადა მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს