მედია - ინდოეთში სამხედროებმა სულ მცირე 13 ადამიანი მოკლეს

ინდოეთში, ნაგალანდის შტატში, სამხედროებმა სულ მცირე 13 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ,,ბოევიკები“ ეგონათ, მოკლეს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდოეთის უსაფრთხოების ძალებმა შაბათს, გვიან, ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ინციდენტის შემდეგ მომიტინგეებმა ჯარისკაცების მანქანები გადაწვეს.

ნაგალანდის მთავარი მინისტრის განცხადებით, გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და ინციდენტში მონაწილე დამნაშავე ადამიანები დაისჯებიან. მან შემთხვევა დაზვერვის წარუმატებლობას მიაწერა.

”სამწუხარო ინციდენტი, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, უაღრესად დასაგმობია”, - წერს მინისტრი ,,ტვიტერ“ პოსტში.

ნაგალანდის ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ეს შემთხვევა პირველი არ არის და ისინი უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ,,მეამბოხეების“ დასაჭერად კოტრ-ოპერაციებს ატარებენ, მოსახლეობის წინააღმდეგ არასწორ ქმედებებში ადანაშაულებენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის