კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი - გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს

კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა ხვალ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას და კლუბის დალუქვის საკითხს გაასაჩივრებს.

როგორც კლუბის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის ამოქმედების საკითხი გაითვალისწინეს და საქმიანობის გაგრძელება სურდათ.

მას შემდეგ, რაც 21 თვის განმავლობაში დახურული ვიყავით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაგვაჯარიმა 10 ათასი ლარით და დაგვლუქა. დღეს აღასრულეს დალუქვის პროცედურა ისე, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესს არავინ ესწრებოდა. ხვალიდან, ორშაბათიდან ვიწყებთ უკვე დავას ამასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს. ვიცოდით, რომ კლუბები ნოემბრის განმავლობაში უნდა გახსნილიყო. ეს თარიღი ბევრჯერ შეიცვალა და უსასრულოდ გაგრძელდა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. დავეფუძნეთ 1-ელი დეკემბრის შემდეგ შემოღებულ „მწვანე პასპორტების“ სისტემას“,-განაცხადა ებრალიძემ.

ცნობისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა.

„აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით“, - განმარტავენ შრომის ინსპექციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან