ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"