“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” ენერგეტიკის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრებს მართავს

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” ენერგეტიკის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრებს მართავს“,- ამის შესახებ “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 2 დეკემბერს, “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”- GREDA-მ შეხვედრა გამართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა GREDA-ს წევრებს ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები წარუდგინა.

როგორც GREDA-ში განმარტავენ, ამჟამად საქართველოში წყლის დონეზე დაკვირვებას 65 სადგური აწარმოებს, ხოლო 20 სადგურზე (30%) ხორციელდება წყლის ხარჯის გაზომვა. ამასთან, სამომავლოდ დაგეგმილია კიდევ 44 ერთეული წყლის დონის მზომი ხელსაწყო-დანადგარის მონტაჟი და ჰიდრომორფოლოგიურ პარამეტრებზე დაკვრივების აღდგენა.

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”- GREDA-ს დახმარებითა და კომპანია „შტუკის“ორგანიზებით, ასევე, გაიმართა ენგურის ჰიდროლოგიის ინიციატივის განხილვა. მოგეხსენებათ, „შტუკი“ ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანიაა საინჟინრო მიმართულებით, დიდი კაშხლების სფეროში. შეხვედრაზე გარჩეულ იქნა, თუ რა სარგებლის მიღებას შეძლებს საქართველოს ენერგოსექტორი ენგურის ჰიდროლოგიის ინიციატივის იმპლემენტაციით. რა გამოწვევებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული და იქნებიან თუ არა სხვადასხვა ორგანიზაციები მზად მონაცემების საჯაროობაზე.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ GREDA-ს წევრები, სექტორში მოღვაწე დეველოპერები და ჰესის მფლობელი კომპანიების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო