ნათია თურნავა - 2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38,5%-ით გაიზარდა

2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 38,5%-ით და თითქმის 40%-ით გაზრდილია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესსექტორის ბრუნვამ 40.5 მილიარდ ლარს მიაღწია.

„ბრუნვა გაზრდილია ფაქტობრივად ყველა სახეობის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის სხვადასხვა დარგში. მაღალი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება განთავსებისა საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის მიმართულებით, ეს არის რესტორნები და სასტუმროები, სადაც 86%-მდე არის გაზრდილი ბრუნვა.

გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა მომატებულია 41,4%-ით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. სხვა ბიზნეს სექტორებშიც ასეთივე მაღალი ზრდა არის. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და რამაც მოგვცა შესაძლებლობა, წელს მილიარდ სამასი მილიონი ლარით გაგვეზარდა ჩვენი ბიუჯეტი. ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, მსხვილი ხარჯები იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა თურნავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ