ჩვენთვის არ იქნება მისაღები საკონსტიტუციო ცვლილება, თუკი ის ძალაუფლების დაბალანსებას არ მოემსახურება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრის ძირითადი თემა არ იყო, თუმცა ამ საკითხზეც ისაუბრეს.
„საკონსტიტუციო ცვლილების ამოსავალი რა უნდა ყოფილიყო, ეს ევროკავშირმა უკვე გვაჩვენა, როდესაც ევროკავშირმა მაგიდაზე დადო ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი. ფაქტობრივად, ერთგვარი გზამკვლევი, თუ რას გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორ უნდა მოვიქცეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს მათ აპრილის თვეში მაგიდაზე დაგვიდეს, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისთვის“ არ აღმოჩნდა მისაღები ის რეფორმები, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა შემოგვთავაზეს. საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი ამოსავალი უნდა იყოს ძალაუფლების დაბალანსება, რაც შემოთავაზებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"