ბექა ვაჭარაძემ ფოთის ვიცე-მერის თანამდებობაზე დავით კვიციანი დანიშნა

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით კვიციანი დანიშნა.

„დავითი არის საქმის ერთგული, ღირსეული და გამოცდილი პროფესიონალი. მჯერა, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის “, - განაცხადა ფოთის მერმა.

როგორც ფოთის მერიის ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კვიციანი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. 2017 -2021 წლებში იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ჩემი მშობლიური ქალაქის მერის მოადგილე. ჩვენს გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ქალაქის განვითარების და უკეთესი მომავლისათვის“, - განაცხადა დავით კვიციანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის