პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში ​ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს მოუსმენენ

საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში, ხუთშაბათს და პარასკევს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტი ოთხშაბათს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, მომავალი კვირის სამშაბათი, ტრადიციულად, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა.

კვირის განმავლობაში კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან