კელი დეგნანი - ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანში იწვევს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ ახალ თაობაში პოლიტიკური აპათიის ზრდის ტენდენცია და პოლიტიკისადმი უნდობლობა შეიმჩნევა

ვფიქრობ, ბევრ ჩვენგანში იწვევს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ ახალ თაობაში პოლიტიკური აპათიის ზრდის ტენდენცია და პოლიტიკისადმი უნდობლობა შეიმჩნევა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საქართველოში აპოლიტიკური აკადემიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხდა. მისი თქმით, აპათიის ზრდა შეიმჩნევა როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში და ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანები ვერ ხედავენ გზას, როგორ უნდა შეიტანონ წვლილი პოლიტიკაში.

„ეს ხდება იმიტომ, რომ ვერ ხედავენ წვლილის შეტანის გზებს, ვერ გრძნობენ კავშირს მართვის პროცესთან. აქ საქართველოში, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ვართ ჩვენ, ადამიანები, აქედან გამომდინარე, ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ ისინი ქმნიან ხელისუფლებას, წვლილი შეაქვთ მასში, გავლენა აქვთ მასზე, არა მხოლოდ როგორ საარჩევნო კანდიდატებს, არამედ ამაში უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე, საკვანძოა ეთიკური, პასუხისმგებლიანი ლიდერობის იდეის მიწოდება საზოგადოებისთვის და ეს არ არის მხოლოდ კანდიდატი, პოლიტიკური პარტია, არამედ ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ხელისუფლება, მედია და ყველა ის, ვინც ერთად პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას და ვქმნით ამას ხალხისგან და ხალხისთვის", - განაცხადა კელი დეგნანმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში