„სოციალ-დემოკრატებმა“ გერმანიის ახალი მთავრობის წევრები წარადგინეს

გერმანიის მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა მინისტრთა კაბინეტის „სოციალ-დემოკრატი“ წევრები დაასახელა.

შოლცმა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე პოპულარული ექიმი, კარლ ლაუტერბახი წარადგინა. მომავალმა ჯანდაცვის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პანდემიის წინააღდეგ ბრძოლაზე გაამახვილა.

„პანდემიას უნდა ვებრძოლოთ, ის უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ბევრი ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ამას დავძლევთ. მთავარ როლს ვაქცინაცია შეასრულებს, მაგრამ არა მხოლოდ ის. თავდაპირველად ჯანდაცვის სისტემას გავაძლიერებთ“, - აღნიშნა კარლ ლაუტერბახმა.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ პოლიტიკური მიმომხილველებისთვის, დიდი სიურპრიზი იყო ნენსი ფაეზერის წარდგენა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ფაეზერი, რომელიც ჰესენის მხარეში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტების რადარზე არ გამოჩენილა და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამინისტროს ხელმძღვანელად მისი დანიშვნა მოულოდნელი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მოიაზრებდნენ ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრს, ქრისტინა ლამბრეხტს, რომელიც, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინეს.

მშენებლობისა და დასახლების მინისტრის თანამდებობას კლარა გეივიცი დაიკავებს. სვენია შულცე, რომელიც ანგელა მერკელის მთავრობაში გარემოს დაცვის მინისტრი იყო, მინისტრთა ახალ კაბინეტში განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, ჰუბერტუს ჰაილი კი - შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.

სოციალ-დემოკრატები მომავალ მინისტრთა კაბინეტში 17 თანამდებობიდან რვას დაიკავებენ, მათ შორის კანცლერის თანამდებობას, ხოლო დანარჩენი ცხრას კოალიციის პარტნიორები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები, გაინაწილებენ.

გერმანიის ახალი მთავრობა ფიცს ოთხშაბათს დადებს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში