ნიკა სიმონიშვილი - სუს-ის მხრიდან ​გამოძიების დაწყება კითხვებს თავიდანვე ბადებდა იმ ფონზე, რომ "რევოლუციის" უბრალოდ სიტყვით ხსენება, დანაშაულს არ წარმოადგენს

სიტყვა „რევოლუციის“ ხსენება, ცალკე დანაშაული არ არის, დანაშაულია ძალადობით ამ ქმედებების განხორციელება, - ასე უპასუხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისივე თქმით, სუს-ის მიერ ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ საქმის აღძვრა კითხვის ნიშნებს შეიცავს.

„სიტყვა „რევოლუციის“ ხსენება, ცალკე დანაშაული არ არის, დანაშაული არის ძალადობით ამ ქმედებების განხორციელება. ამდენად, გამოძიების დაწყება უბრალოდ სიტყვა „რევოლუციის“ ხსენებაზე, ან „გადატრიალებაზე“, ან „დამხობაზე“, ეს ცალკე დანაშაულს არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, კითხვები, რა თქმა უნდა, დაიბადა ამ გამოძიების დაწყებასთან მიმართებით. კითხვები მით უმეტეს არსებობდა იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის პოლიტიზირებული, გამოიყენება ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე თვის წინ გავრცელებულმა ე.წ. კრებსებმა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება უსმენდა, უთვალთვალებდა მის პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის უფლებადამცველებსაც და ამის გაკეთების რესურსი ერთადერთი უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა. სუს-ის მხრიდან გამოძიებაის დაწყება, იმ ორგანოს მხრიდან, რომელიც არსებითად პოლიტიზირებული არის, კითხვებს თავიდანვე ბადებდა იმ ფონზე, რომ სიტყვა რევოლუციის ხსენება, უბრალოდ სიტყვით ხსენება, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო