7 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
მის: ინგოროყვას 7
7 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
7 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ „ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ“ საქმეზე პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციის სპიკერი იქნება: ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი მაია მწარიაშვილი, იურიდიული ფირმა BLB-ს პარტნიორი.
მის: თავისუფლების მოედანი #4
საკონტაქტო: ანა რეხვიაშვილი - 551 21 57 77; ლელა ციხისელი - 577 99 77 22
7 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლებს და სტუდენტებს სტიპენდიას გადასცემს.
7 დეკემბრს, 11:00 საათზე, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი გაიხსნება.
საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი თემაზე: „რა ბედი ელის ნამახვანჰესის პროექტს? - დასკვნითი მოსაზრებები ნამახვანჰესთან დაკავშირებული მედიაციისა და დამოუკიდებელი შეფასებების მომზადების პროცესის დროებით შეჩერების შესახებ" დისკუსიას გამართავს.
მის: ი. აბაშიძის 36 (ტერმინალი)
საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 737 503
7 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) სამუშაო შეხვედრას გამართავს თემაზე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ფუნქციები და სისხლის სამართლის საქმეთა განაწილება საგამოძიებო სტრუქტურებში.“
მის: თავისუფლების მოედანი #4
7 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: „2022 წლის ბიუჯეტის პროექტი: საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და ვალის მოცულობის საკითხი. რა ტენდენციები იკვეთება ქვეყნის ეკონომიკაში“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
7 დეკემბერს, 12:00 საათზე, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართება.
მის: გუდიაშვილის მოედანი
7 დეკემბრს, 12:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
7 დეკემბრს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
7 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: „2022 წლის ბიუჯეტის პროექტი: საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და ვალის მოცულობის საკითხი. რა ტენდენციები იკვეთება ქვეყნის ეკონომიკაში."
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24
7 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომა გამართება.
7 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საერთაშორისო სპიკერები, არასამთავრობოს და მედიის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თემა: განათლება ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის.
საკონტაქტო: ირმა ჭარაქაშვილი - 577 694 103
7 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ხელშეწყობის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი გახსნის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი; სამხრეთ კავკასიის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორი ბოდო შმულინგი; მდგრადი ენერგია, Gopa International Energy Consultants (Intec) დირექტორი მარკო კაპონიგრო.
მის: რუსთაველის გამზ. #29
7 დეკემბრს, 15:00 საათზე, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
7 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
7 დეკემბერს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"