15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - საქმე არასრულად არის გამოძიებული - ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე

აუცილებლად გავასაჩივრებთ განჩინებას, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი საფუძვლები, მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ვერ ქმნის, - ამის შესახებ სანზონაში, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე არასრულადაა გამოძიებული და არსებობს რიგი დარღვევები.

„არის უფლება, რომელიც არასრულწლოვანისთვის მნიშვნელოვანი უფლებაა, ეს არის დაცვის უფლება, რომელიც დაირღვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. შესაბამისად, არის რიგი დარღვევები და არის არასრულად გამოძიებული საქმე, რომელმაც შეიძლება ბრალდება უკვე შეიყვანა შეცდომაში და ბრალდებულის სკამზე ზის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც არ არის დამნაშავე იმ დანაშაულში, რომელზეც ბრალი წაუყენეს.

დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს სასამართლოში და დაამტკიცებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის მიმართ არ ჩაუდენია“, - განაცხადა გოგა ბოგვერაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში