თბილისის მერია ქეთევან წამებულის, მელიქიშვილისა და წერეთლის გამზირების რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, ასევე მოხდება ქეთევან წამებულისა და მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია.

„ერთია ის, რაც დაგეგმილი გვაქვს და რაც უნდა განვახორციელოთ, ხოლო მეორე არის ქალაქში არსებული სატრანსპორტო მდგომარეობა. ჩვენ მომდევნო წელს გვაქვს დაგეგმილი ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია, ასევე მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დავიწყოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, რეაბილიტაციის დროს მოძრაობა იკეტება, შესაბამისად მომავალ წელს რომ დავამთხვიოთ და დავგეგმოთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქალაქში სრულ კოლაფსს მივიღებთ. გიდასტურებთ, რომ წერეთლის გამზირი იმ გამზირების ჩამონათვალია, რომელიც დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ, უკვე დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაც”, - განაცხადა ბენდელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა