ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ამ დრომდე დაღუპულია 34 ადამიანი, 16 დაკარგულს კი- ჯერ კიდევ ეძებენ,“- განაცხადა ადგილობრივი სამძებრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ვაიან სუიატნამ. მისი თქმით, დაზარალებული ტერიტორიებიდან 3 700-მდე მოქალაქეა ევაკუირებული. ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუ შაბათს ამოიფრქვა. რამდენიმე სოფელში ქუჩები ტალახითა და ვულკანური ფერფლითაა გავსებული, დაფარულია სახლები და ავტომობილები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"