კახა კალაძე საბა ბუაძეს - იცოდე, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც

შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე, არავინ არ გაგიტარებს, მიიღებ შესაბამის პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, „ლელოს“ წევრ საბა ბუაძეს.

კახა კალაძემ აღნიშნული სიტყვებით საბა ბუაძეს მას შემდეგ მიმართა, რაც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მას „კორუმპირებული მერი“ უწოდა.

“მე მაქვს ჩემი მოსაზრება თქვენ მმართველობასა და კეთილსინდისიერებასთან. მიმაჩნია, რომ თქვენ დედაქალაქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული მერი ხართ. არა მხოლოდ პერსონალური გამდიდრების და კორუფციის თვალსაზრისით, პარტიის სასარგებლოდ", - განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კალაძეს მათი დაცვა არ სჭირდება.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს