ავსტრალია პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

ავსტრალია, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

მისი თქმით, პეკინმა არ უპასუხა კანბერას მიერ წამოჭრილ რამდენიმე საკითხს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

„ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლები არ წავლენ ჩინეთში ამ ოლიმპიადისთვის“, - განაცხადა მორისონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ავსტრალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბოიკოტი არ იმოქმედებს სპორტსმენების მზადების პროცესზე.

შეგახსენებთ, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გუშინ შეერთებულმა შტატებმაც გამოუცხადა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩინეთი "მტკიცე საპასუხო ზომებს“ მიიღებს და შეერთებულ შტატებს საკუთარი ქმედებებისთვის „ფასის გადახდა“ მოუწევს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?