სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლთა და მშვიდობიან მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
„1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"