კახა ქემოკლიძე - ვემხრობით ამნისტიას, რომელიც ლოგიკურ ბაზისზე იქნება დაშენებული, რასაც ვერ ვხედავთ - როგორ შეიძლება ვისაუბროთ გვირაბის ბოლოს შუქზე, როდესაც გვირაბი საერთოდ არ ჩანს

ვემხრობით იმ ამნისტიას, რომელიც გარკვეულ, ლოგიკურ ბაზისზე იქნება დაშენებული, ამ ლოგიკურ ბაზისს ვერ ვხედავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს ისეთ რაღაცას, რომელზეც კონსენსუსის მინიმალური ბაზისი არ არსებობს, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ქემოკლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, მიუღებელია კანონი არ დავიცვათ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა თავად ემხრობიან ისეთ შეწყალებას, რომელიც „ლოგიკურ ბაზისზე“ იქნება დამყარებული.

„დამოუკიდებელი სასამართლო შეიძლება არ გვაქვს ისევე, როგორც ბევრი ინსტიტუცია არ არის იმ ფორმაში, როგორშიც უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ კანონები გავაუქმოთ. ჩვენ თუ არ ვენდობით პირობითად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სასამართლოს, პროკურატურას - ხომ არის საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც არ ენდობა, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ კანონები აღარ დავიცვათ და სრულ განუკითხაობაში შევიდეთ, 90-იან წლებში როგორც იყო. ჯაბა იოსელიანის ცნობილი სიტყვები მახსენდება, „დემოკრატია ლობიოობა არ არისო“, როდესაც კონკრეტული ფიგურები წყვეტდნენ საბოლოო ჯამში, რა იყო კანონი, ვინ იყო დამნაშავე და ვინ არ იყო დამნაშავე. ჩვენ ვემხრობით იმ ამნისტიას, რომელიც გარკვეულ, ლოგიკურ ბაზისზე იქნება დაშენებული, ამ ლოგიკურ ბაზისს ვერ ვხედავთ. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გვირაბის ბოლოს არსებულ შუქზე, როდესაც გვირაბი საერთოდ არ ჩანს. „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს ისეთ რაღაცას, რომელზეც კონსენსუსის მინიმალური ბაზისი არ არსებობს. იმისთვის, რომ კონსენსუსის მინიმალური ბაზისი შეიქმნას, ჯერ სხვა საკითხებზე უნდა ჩამოართვა ხელი ამ ხალხს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება გუშინ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის ერთგვარ ბრალდებებს, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია კორუფციაში დაადანაშაულა, ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ იმის ფონზე, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ბრალდებები აღარ უკვირს.

„უცნაური საღამო გამოვიდა გუშინ საკრებულოში. სამწუხაროდ არა შინაარსობრივი, არა რაციონალური, არა სოლიდური. მე ვისურვებდი, რომ ახალი საკრებულო ბევრად უფრო კომპეტენციით გამსჭვალული, შინაარსობრივ საკითხებზე ორიენტირებული და ნაკლები ცინიზმით მოსაუბრე წევრებისგან იყოს დაკომლექტებული.

[გიორგი გახარიას] ვერასოდეს დააბრალებ კორუფციას, ნეპოტიზმს და ქრონიზმს. ეს არა თუ „ოცნების“ წარმომადგენლებმა იციან, არამედ იმ ოპოზიციურად განწყობილმა პირებმაც, რომლებსაც მასთან შეხება ჰქონიათ, როდესაც ბიზნესომბუდსმენი იყო. ეს განცხადება არის ჩვეულებრივი წყალი, საფუძველი არ არსებობს ამის. არ მიკვირს ახლა, კოკაინშიკობას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აბრალებდნენ, ათას მაიმუნობას და რა მიკვირს, რომ კორუფცია დააბრალონ?!“ - აღნიშნა ქემოკლიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის