საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აბუ-დაბიში ქუთაისის აეროპორტის შესახებ პრეზენტაცია გამართა

„საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“ - აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაში მათი მხრიდან მონაწილეობა ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ მიიღო და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორს, ტურისტულ სექტორსა და საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ქუთაისის აეროპორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების კერძო სექტორს გავაცანით საქართველოს საავიაციო ბაზრის აღდგენის დინამიკა, ასევე ცალკე გამოვყავით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სულ მალე აბუ-დაბის საჰაერო გზით დაუკავშირდება. ვისაუბრეთ განახლებული აეროპორტის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე. ახლო აღმოსავლეთის ტურისტული ბაზარი საქართველოში მზარდია. რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან იქიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩებიან“,- განაცხადა ინგა ბაკურიძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი მიმართულება - აბუ-დაბი ემატება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უცხოელი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, პრეზენტაციის შემდეგ ქართულ ტურისტულ სექტორსა და საამიროების ტურისტულ სექტორს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან