„საქართველოს ბანკმა“ ADB-სა და JICA-სგან 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

„საქართველოს ბანკმა“ აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხუთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. რესურსის ნაწილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაში, და შესაძლებელს გახდის საკმაოდ მოთხოვნადი გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას.

გარდა ამისა, ADB-ის მიერ გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი მიმართული იქნება ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდასაჭერად, და მოხმარდება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.

„მოხარული ვართ, რომ ADB-ისა და JICA-სთან წარმატებული პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა JICA-სთან და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვართ პირველი პარტნიორები საქართველოდან, მათი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და ფინანსირების (PSIF) სქემის ფარგლებში, 2012 წელს მისი ხელახალი ამოქმედების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ADB-ის და JICA-ს და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით, სულხან გვალიამ.

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტის, აშოკ ლავასას განცხადებით, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს.

„ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს წამყვან პარტნიორებთან, რომელთა მიზნებიც ემთხვევა ADB-ის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს. ეს პროექტიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობების განხორციელებას ემსახურება“, - განაცხადა აშოკ ლავასამ.

JICA-ს კერძო სექტორის პარტნიორობისა და ფინანსური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორის, შოჰეი ჰარას თქმით: „მოზიდული რესურსი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით“, - განაცხადა შოჰეი ჰარამ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს