წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფელში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, მათი ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა და საძოვრებზე ნაგავსაყრელის მოწყობა მათ პრობლემას შეუქმნის, ასევე იქნება ეკოლოგიური პრობლემები. მათი თქმით, ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობას არ დაუშვებენ და პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც მიმართავენ.

სოფელში რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, სადაც ნარჩენები იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ასევე რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან შეგროვდება.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?