თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია - არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია

უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას სავარაუდოდ აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს აშფოთებს ის ფაქტი, რომ საქართველო დღითი-დღე შორდება ევრო-ატლანტიკურ არჩევანს.

„ძალიან დასუსტებულია, ადამიანი დაინახავს ყოველგვარი სამედიცინო კვალიფიკაციის გარეშეც, რომ მას უჭირს გადაადგილება ერთ ოთახშიც, იმ მცირე მონაკვეთში. ამან განაპირობა ის, რომ მან ვერ შეძლო, წასულიყო სასამართლო სხდომაზე და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. არ ვიცი, საერთოდ რამდენად შესაძლებელია საქართველოში გაიაროს რეაბილიტაცია. უჭირს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც კი, თვალხილულია ისიც, რომ მას სავარაუდოდ აქვს თავბრუსხვევა ან მსგავსი ნევროლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ამ ზოგადი სისუსტიდან.

ძალიან აშფოთებს ის, რომ ერთ დროს რეგიონში ყველაზე მოწინავე და ყველასთვის მისაბაძი ქვეყანა, რომელიც იყო საქართველო, მისი პრეზიდენტობის დროს, პირადი ძალისხმევის შედეგად, ეს პოზიციები ერთმნიშვნელოვნად დაკარგა და სახელმწიფო მდივნის მოადგილე, თანაშემწე, რომელი ტერმინიც გნებავთ ის გამოვიყენოთ, ქალბატონი ოლსონი პირდაპირ ამბობს, რომ ძირს უთხრის საქართველოს მთავრობა ქართულ დემოკრატიას და მის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ დღითი დღე ვშორდებით ნატოს, ევროკავშირის წევრობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან