ნიკ ბერესფორდი - მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას

მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ნიკ ბერესფორდი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. განვიხილეთ უთანასწორობის შემცირების და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის საკითხები. მოუთმენლად ველი მომავალ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სტრატეგიას“,- წერს ნიკ ბერესფორდი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის