ნიკოლოზ სამხარაძე - პარტნიორები ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შეუძლებელია-მიმდინარეობს მუშაობა, როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან

ვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ სიტყვებით და პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაფიო დასავლეთის მხრიდან და ძალიან მკაცრი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორებიდან და ჩვენი თანამოსაუბრეებიდან ყველა თითქმის ისე აღიქვამს სიტუაციას და ზუსტად ისევე აანალიზებს ამ საკითხს, როგორც ჩვენ, აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ სიტყვებითა და პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატო-ს მხრიდან რუსეთის ამ აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს ამ საკითხს, საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ერთად ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით და ასევე, დავგეგმეთ ერთობლივი ნაბიჯები, როგორ შეიძლება, რომ საქართველომ და უკრაინამ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაფიო დასავლეთის მხრიდან და ძალიან მკაცრი,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი