ნინო ლომჯარია სააკაშვილზე - დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ წუხილი, რაც გამოითქვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.

როგორც სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი.

„დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით.

სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით. სამედიცინო შეფასებების და რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნას“ , - განაცხადა ლომჯარიამ.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე არიან შესულება. მათი ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი შევა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა