აშშ-ის კენტუკის შტატში დამანგრეველი ტორნადოს შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 80-ს აჭარბებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი 100-ს გასცდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა განაცხადა.
„ვიცი, რომ ჩვენ დავკარგეთ 80-ზე მეტი კენტუკიელი, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 100-ს გადააჭარბებს. ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი ტორნადო, რაც კი ოდესმე გვქონია,“- აღნიშნა გუბერნატორმა.
მაშველები ათობით დაკარგულს ჯერ კიდევ ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდიის 300-ზე მეტი წევრი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ამასთან, სტიქიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის კიდევ ოთხ შტატში : არკანზასის, ტენესის, მისურისა და ილინოისის შტატებში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"