პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში საკრებულოებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში საკრებულოებთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

როგორც ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში.

პარტიის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ, „შეწყვიტოს მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვაჭრობა მაფიოზური წესებით“.

„მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ ერთპარტიული მმართველობა მუნიციპალურ დონეზე და დღეს მთელ რიგ საკრებულოებში წარმოდგენილია რამდენიმე პარტია.

სამწუხაროდ, "ოცნება" არჩევნების შემდეგაც აგრძელებს არჩევნებამდე დაწყებული უკანონო მეთოდების გამოყენებას და მოსყიდვით და მუქარით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, ცდილობს უმრავლესობის შექმნას საკრებულოებში.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა მოსყიდვის თუ მუქარის გზით გადაბირება „ოცნებამ“ ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებისთანავე დააანონსა. შედეგად, ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინებისა და გატაცების ფაქტებიც კი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა გუნდმა, მოქალაქეთა ნების რეალიზების მიზნით და მათი ინტერესებისთვის, არაერთხელ შევთავაზეთ პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც ვხედავთ, „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს - ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფა - ის უკანონო და ბინძური მეთოდებით ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას და ამას არათუ ერიდება, ამაყობს და გვიანონსებს უკანონობის გაგრძელებას!

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს "ოცნების" უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

ვითხოვთ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან ახლად არჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ამჟამად მიმდინარეობს საკრებულოების მიერ თანამდებობის პირთა არჩევის/დანიშვნის პროცესები.

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს კანონპროექტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გატანა;

მივმართავთ „ოცნებას“, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას, გაიხსენოთ, რომ ხელისუფლების, მათ შორის - ადგილობრივი ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი და შეწყვიტოს მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ვაჭრობა მაფიოზური წესებით;

ასევე მივმართავთ პარლამენტის თითოეულ წევრს, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ, საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას!“ - განაცხადა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში