ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე დასაქმდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე უკვე დასაქმდა, დასაქმების პროცესი მიმდინარეობს ისრაელშიც და ამ მიზნით ხელშეკრულება კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანასთან გაფორმდება.

როგორც ტიკარაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ პროგრამაში პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც დიდი ინტერესი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებოდნენ.

„მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები განხორციელდა, რომელიც ეხება ცირკულარულ მიგრაციას დასაქმების კუთხით. 300-მდე ადამიანი დასაქმდა ამ პროგრამით გერმანიაში, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური დასაქმება ისრაელში, ევროპის არაერთ ქვეყანაშია კიდევ ხელი მოწერილი და დამატებით კიდევ მოეწერება. ეს უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ და დაცულ დასაქმებას უცხო ქვეყნებში, სადაც მათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალუძს, ჩაერთოს გამოწვევაში და ჩვენი მოქალაქის დასაცავად დადგეს.

პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან ეს პროგრამა ახალი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს მიმართულება განვახორციელეთ. მაგრამ ვთვლი, რომ რეაგირება წარმატებული იყო - იყო მყისიერი რეაგირება ყველა გამოხმაურებაზე. ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც ასევე იყო დიდი ინტერესი და სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახმარებოდნენ. მათი უფლებები გასწორებულია ადგილობრივი მოქალაქეების უფლებებთან და ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მოქალაქეები ტრეფიკინგისგან დავიცვათ”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ პრეზენტაციაზე კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამაზე, სოციალურ კოდექსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია და დარწმუნებულია, რომ სამინისტრო აღებულ გეზს გააგრძელებს.

“ვთვლი, რომ სოციალური კოდექსი არის ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროპული ოჯახის წევრი ვართ და ჩვენი გეგმა არის ევროპული ოჯახის წევრობის კიდევ უფრო განმტკიცება ჩვენს საზოგადოებაში, არამედ ეს არის საზოგადოებისთვის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, თითოეულ მოქალაქეს მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გამოწვევის დაძლევისას დავეხმაროთ. სოციალური კოდექსი პასუხობს ბევრ მიმართულებას, ეს შეეხება როგორც ჯანდაცვის მიმართულებას, ასევე კლინიკების დაფინანსებას და სხვადასხვა ტიპის დაზღვევას, რომელიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მათი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გადაზღვევას, რაც შეიძლება გულისხმობდეს დროებით უმუშევრობას, საპენსიო კუთხით რეფორმებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სამინისტრო აღებულ გეზს გააგრძელებს”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა