პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებში ჩაერთვებიან

საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ევროპის სამართლისა და მმრთველობის უნივერსიტეტის (ELGS) მიერ საგანმანათლებლო საგრანტო პროექტი შემუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში პარლამენტის აპარატის 7 თანამშრომელს კონკურსის საფუძველზე, შესაძლებლობა მიეცა, სწავლის ანაზღაურების გარეშე, ჩაერთოს ELGS-ის ორ სამაგისტრო პროგრამაში - სამაგისტრო პროგრამა ევროკავშირის სამართალი და სამაგისტრო პროგრამა ევროპული მმართველობა.

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია რამდენიმე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში მოახდინა, ხოლო მოგვიანებით, საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე EPLO-ს წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization-EPLO) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და ამჟამად მასში ევროპის 17 ქვეყანაა გაწევრიანებული.

მათივე ინფორმაციით, EPLO-სთან თანამშრომლობს 200-მდე საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. EPLO თავის საქმიანობას 70 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო EPLO-ს წევრია 2010 წლიდან. EPLO-ს მთავარი მისია ევროპული ფასეულობების განმტკიცება და ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებაა, ევროპული საჯარო სამართლის, ევროკავშირის კანონმდებლობისა და დემოკრატიული მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესახებ ცოდნის გავრცელების გზით როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის