"ფოსტა ფეი“-ს  საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სააქციო საზოგადოება "ფოსტა ფეის” გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს „ფოსტა ფეის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სს „ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში უნდა წარუდგინოთ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; სს "ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (სს „ფოსტა ფეი“ - ს ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი - ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა