ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმდინარეობაზეც იმსჯელეს.

სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი, მიმდინარე პროცესები.

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება საქართველოს მთავრობის მიერ, ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცება. აღნიშნულთან ერთად, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარმოადგენს საბჭოს აპარატის პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს. რეფორმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ზოგადად სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო თურმანიძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეული იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბლიაძე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის