კონსილიუმის წევრი სააკაშვილზე - ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება, ანალიზები ნორმაშია, სისუსტე ნამდვილად აქვს - მოიყვანეს ტრენერი, რომ დაიწყოს ვარჯიშები

ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება, ანალიზები ნორმაშია, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ამასთან, როგორც ელენე გიორგაძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტს აღენიშნება სისუსტე, რაც უმოძრაობით აიხსნება.

„ხვალიდან კვებაში შეზღუდვა საერთოდ არ იქნება. ფიზიოლოგიურ კვებაზე იყო, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებს მაინც ვზღუდავდით და არ ვაძლევდით. ხვალიდან იქნება უკვე ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე, კვებას ნამდვილად კარგად ითვისებს. ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ცილა, აქვს ყველა ნორმაში. ბევრი რამ არის მოხსნილი - კალიუმიც მოხსნილია, 3 დღეში ერთხელ ვაწვდით და იმასაც ხვალიდან საერთოდ მოვხსნით, მაგნიუმიც მოხსნილია. ის ნუტრიენტები, მიკრო-მაკრო ელემენტები, რომლებიც ჰქონდა დანიშნული, იქნება მოხსნილი. ანალიზები ნორმაშია, ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა.

რაც შეეხება სისუსტეს, ნამდვილად არის, თუმცა, ეს სისუსტე, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ვიცით რამდენი ხანია აქ და რამდენი ხანი იყო მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩვენ კონსილიუმი არ ვყოფილვართ - ამდენად, იქაც არ მოძრაობდა, არც აქ, თვითონ არ აქვს სურვილი, რომ ბევრი იმოძრაოს და ივარჯიშოს. ორი კვირის წინ, როდესაც ვიყავით, ვთხოვდით, რომ დაეწყო ვარჯიში. ამიტომ ამოიყვანეს დღეს ტრენერი, რომ იმასთან ერთად დაიწყოს ვარჯიშები. სურვილი არ აქვს, ეს დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, ეს არის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რაც მხოლოდ ფსიქიატრებს შეუძლიათ, რომ შეაფასონ. კარგი იქნება ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, ამის მაგივრად იქნებ დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ, მაშინ მკურნალობა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც იქნება გასაგები“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის