თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის  აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის სხვადასხვა ვადის მქონე აბონემენტები სავარაუდოდ, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, იქნება 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები.

თუმცა, მერიაში ამ ეტაპზე ვადიანი აბონემენტების საფასურს არ აკონკრეტებენ.

„ვადიანი სამგზავრო აბონემენტები ამოქმედდება საორიენტაციო თარიღია 1-ელი იანვარი. იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური პროცესების გამართვა და საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მერი გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა ერთჯერადად - 50 თეთრი, საათ ნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში კი, უფასოა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა