„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - პანდემიის დროს სატრანსპორტო სფეროში 43 მლნ ლარამდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები გაფორმდა

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს.

ანგარიშის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული 43 მლნ ლარის კონტრაქტებიდან, დაახლოებით, 50% - 21.3 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის, ის 27 კომპანიასა და 2 ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2013-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 953 ათასი ლარი შესწირეს. ამ თანხის, დაახლოებით, ნახევარი მათ სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციით, კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ;

ამასთანავე, სატრანსპორტო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის დროს გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტების დადება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, თუ ეს არ ეხება კონკრეტული კომპანიისგან შეძენილი სატრანსპორტო საშუალებების შემდგომ მომსახურებას.

იხილეთ ანგარიში:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა