თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურები ახლებურად მოეწყობა

თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურების მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ პროცესში ავტოსადგურების ტერიტორიის მესაკუთრეებიც ჩაერთვებიან.

„თბილისის მერია წარადგენს საქალაქთაშორისო ავტოსადგურების განვითარების კონცეფციას. აქედან გამომდინარე, როგორც სხვა არეალებთან მიმართებაში, გამოვაცხადებთ ტენდერს და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები დაამუშავებენ ყველა იმ არეალს, სადაც ისტორიულად განთავსებულია საქალაქთაშორისო ავტოსადგურები. პროცესში აუცილებლად იქნებიან ჩართული მიწის მესაკუთრეები, რათა არ დაირღვეს, ერთი მხრივ, მათი ინტერესები და მეორე მხრივ, აღნიშნული სერვისი აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ კომფორტულად გადაადგილება“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა