ბექა დავითულიანი - უნდა თქვათ, რომ არჩევნები წააგეთ, სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს, რაღაცას თქვენც თუ აღიარებთ, რაღაცას ჩვენც ვაღიარებთ, რომ პრობლემაა - შეთანხმება ამ პირობებში ხდება

უნდა თქვათ, რომ არჩევნები წააგეთ, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს, რაღაცას თქვენც თუ აღიარებთ, რაღაცას ჩვენც ვაღიარებთ, რომ პრობლემაა. შეთანხმება ამ პირობებში ხდება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციასთან შერიგების საკითხთან დაკავშირებით.

როგორც დავითულიანმა განაცხადა, იმისათვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოხდეს შერიგება, პირველ რიგში საჭიროა, საზოგადოებაში შერიგების განწყობის შექმნა. მისი თქმით, არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ მიესალმება შერიგებას და მოხდება კვლავ დაქსაქსვა.

„რა განაპირობებს პოლარიზაციას, რატომღაც არ ვამბობთ ხოლმე და სწორ სახელდებას არ ვუკეთებთ. პირდაპირ გადავდივართ ზედაპირულად, რომ მოდი შევრიგდეთ. პოლარიზება რომ ცუდია უსაფრთხოების კონტექსტისთვის, რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ პოლარიზაციას რა განმუხტავს? განმუხტავს სამართლიანი პირობებით მორიგება რაღაც საკითხებზე და სამართლიან პირობებზე როგორ უნდა ვისაუბროთ მაშინ, როდესაც თვალებში პირდაპირ ნაცარს გვაყრით ნაწილი, ყველას არ ეხება და გვეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ის უსამართლოდ იხდის სასჯელს, შერიგება უნდა იყოს გამოყენებული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საბაბად.

ყოველი არჩევნების მერე საუბრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩატარდა არჩევნები, წააგეს არჩევნები და ისევ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ვთქვათ, რომ კი ბატონო, მეგობრებო, არჩევნები წავაგეთ, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს. რაღაცას თქვენც თუ აღიარებთ, რაღაცას მერე ჩვენც ვაღიარებთ, რომ პრობლემაა და შერიგება ამ პირობებში ხდება. ისე, რომ შენ ახლა წამოდი, ხალხმა ხმა მოგცა, წადი სახლში დაისვენე, მე მოვალ ხელისუფლებაში, მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და 47 პროცენტის ნება უარყავით და მერე შევრიგდეთ, ასე შერიგება არ ხდება. შერიგება ხდება სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.

კი ბატონო, ძალიან კეთილშობილური იდეაა შერიგების იდეა, მაგრამ ჯერ განწყობა შევქმნათ იმის, რომ შერიგების განწყობა იყოს საზოგადოებაში. მე და თქვენ რომც შევრიგდეთ, ის განადგურებული ოჯახები რას ამბობენ, ჩვენ ვრიგდებით, ისინი რას შვრებიან? ანუ მათ უფლებებს უარვყოფთ. ცალკე საზოგადოების ნაწილი იქნება, რომელიც ვერ გამოგვყვება ამ შერიგებაში და ვიქნებით ისევ ასეთი დაქსაქსულები. თუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ პუტინის მოკავშირეები ხართ და მოდი შევრიგდეთ, ასევ ვერავინ ვერავის შეურიგდება და თვალებში ერთმანეთს ნაცარს ნუ შევაყრით, თუ ვამბობთ სიმართლეს, ვთქვათ, თუ ვარქმევთ სწორ სახელებს, დავარქვათ. თუ არადა დროს ნუ ვხარჯავთ რაღაც სისულელეებზე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა